რა პროექტები მიმდინარეობს და რა იგეგმება, გომის მთის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით, “აიპრესი” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს ესაუბრა.
"ამჟამად კურორტზე 7 კილომეტრიანი თანამედროვე, ევროსტანდარტების დონის წყალსადენის მშენებლობა, აგარაკების წყლის მილებით დაქსელვა და გამრიცხველიანება მიმდინარეობს.
სამუშაოების ღირებულება 850 ათას ლარს შეადგენს.
მომავალი წლიდან გომისმთის ელექტროენერგიით მომარაგებაზე ზრუნვა დაიწყება.
ამ პროექტების განხორციელების შემდეგ, გომისმთა აუცილებლად დაიმკვიდრებს მნიშვნელოვან ადგილს არამარტო საქართველოს კუროტების ნუსხაში, არამედ საერთაშორისო დონეზეც.
ადგილზე შესაძლებელია საბაგიროს მშენებლობა, რომელიც კურორტს ზღვისპირეთთან დააკავშირებს.
მთისა და ზღვის კურორტებს ერთმანეთთან მხოლოდ 60 კილომეტრი და დაახლოებით 45 წუთიანი გზა აშორებს.”- განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ.
ავტორი: ნათია ჩხაიძე