იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცხოველები უნდა გავწყვიტოთ. ჩვენ პოპულაციის მართვა გვჭირდება და გვჭირდება ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ გვყავდეს და ყველა ფეხის ნაბიჯზე არ ვუყურებდეთ ამ კატასტროფას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, საბა ბუაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

„ამ ქალაქს სჭირდება მიუსაფარი ცხოველებისგან თავისუფალი გარემო, სადაც ყველა უბანში და ყველა ფეხის ნაბიჯზე ძაღლების აი ასეთი უზარმაზარი, მიუსაფარი, დაავადებული ძაღლების ხროვები არ დადის, რომ შეხედავ გული რომ მოგიკვდება.  მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ცხოველები უნდა გავწყვიტოთ. ჩვენ პოპულაციის მართვა გვჭირდება და გვჭირდება ზრუნვაზე დაფუძნებული მიდგომა, რომ მიუსაფარი ცხოველები აღარ გვყავდეს და ყველა ფეხის ნაბიჯზე არ ვუყურებდეთ ამ კატასტროფას, იმიტომ რომ მე და თქვენ გული შეგვტკივა ამ ცხოველებზე და ბევრად უფრო მეტი არის ისეთი ადამიანი, ვისაც ეშინია უბრალოდ.

ვისაც ჰყავს თავისი შინაური ბინადარი ცხოველი და ვერ ასეირნებს იმიტომ, რომ შეიძლება დაგლიჯოს ქუჩის ძაღლმა. უბრალოდ ადამიანი ქუჩაში ვერ გადაადგილდება იმიტომ, რომ ღამე ეშინია, რომ აი ეს ქუჩის ცხოველები ყეფენ, შეიძლება ვიღაცას დაკბენის ფაქტი იყოს და უამრავი პრობლემა არის.

9 წელია კახა კალაძე თბილისის მერია, დაიხარჯა ათეულობით მილიონი ლარი ამ პრობლემის ვითომდა მოგვარებაზე და ვხედავთ, რომ მიუსაფარი ცხოველები არის უფრო მეტი, მათი პრობლემები არის უფრო მწვავე“, - განაცხადა ბუაძემ.