სენაკის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს განხორციელებული საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შეემატა.
ლეძაძამეს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კვაუთში, 2 602 გრძ.მ-ზე, საავტომობილო გზის ასფალტირების პირველი ეტაპი დასრულებულია.
შესრულებულ სამუშაოებს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია და მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია გაეცნენ.
პროექტი, რომლის ღირებულება 1 288 949 ლარს შეადგენს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება.
აღნიშნულ ლოკაციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ათეული წლების შემდეგ, პირველად, განხორციელდა.