ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარმაპარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმაერთი კვირის წინ ერაყის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ქართული მხარის რამდენიმე თვიანი აქტიური მცდელობის შედეგად გათავისუფლებული ბავშვები მოინახულა. დეპუტატთან ერთად ბავშვების მოსანახულებლად იმყოფებოდამუნიციპალიტეტის მერი ჯონდომდივნიშვილი. ხელისუფლებისწარმომადგენლებმა პატარებს სათამაშოებიმიუტანეს, ოჯახის წევრებს კი საჭიროებისშემთხვევაში დახმარება აღუთქვეს. საქართველოს სამი მოქალაქის – 6, 5 და 2 წლის ბავშვების ბებიის თქმით, პატარები თავსკარგად გრძნობენ. ოჯახის წევრებმახელისუფლებას გაწეული დახმარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადეს. შეგახსენებთ, რომ ერაყის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 1993 წელს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე შ. ს-ს მისჯილი აქვსუვადო პატიმრობა, ერაყის რესპუბლიკაში ბრძოლებში დაღუპული რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, ტერორიზმში ბრალდებული პირის მეუღლის სტატუსისგამო. ტერორიზმში ბრალდებული პირი გარდაცვლილია, ხოლო ადგილობრივი კანონების მიხედვით საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალი მეუღლის სტატუსის ქონის გარდა სხვა არაფერში ედება, სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრისთვის ცნობილი გახდა აღნიშნული ფაქტის შესახებ, მან დაიწყო სამართლებრივი პროცესი საქართველოს მოქალაქის სამი მცირეწლოვანიშვილის ციხიდან გამოსახსნელად და ბებია-პაპისთვის დასაბრუნებლად. ამ მიზნით 2018 წლის მაისში იუსტიციის მინისტრი ბაღდადსეწვია, სადაც ის თავის ერაყელ კოლეგას, იუსტიციის მინისტრ ჰეიდარ ალ ჯამილისშეხვდა და პირადად სთხოვა აღნიშნულსაქმეში დახმარება.