სამტრედიაში დასრულდა სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რომელიც თანამედეროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცით, შშმ პირთათვის ადაპტირებული და ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისია. სართულებს შორის კომფორტულად გადაადგილებისთვის დამონტაჟდა სამგაზვრო ლიფტი.
„ჩვენი სკოლა რამდენიმე ათეული წელი საჭიროებდა რეაბილიტაციას. დღეს თქვენ ხედავთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას. მადლობა ყველას, ვინც იზრუნა ჩვენი მოსწავლეებისთვის ასეთი გარემოს შექმნაზე,” აღნიშნა სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის დორექტორმა სვეტლანა ტკვაცირიამ. საჯარო სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი დღეს განახლდა. საზეიმო გახსნას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ნუგზარ ჯამბურიასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესრო.
,,საქართველოს მთავრობა პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 2022-2026 წლებში, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები ახორციელებს. პრემიერის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 800-მდე სკოლას ინფრასტრუქტურა წესრიგდება. შენდება 80-მდე სკოლა. სამტრედიაში ამ მხრივ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობით სამუშაოები გეგმის ფარგლებში ხორციელდება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ფარგლებში დაგეგმილია მე-4, ნაბაკევის და ტოლების საჯარო სკოლების მშენებლობა. სასწავლო პროცესი მიმდინარე უკვე დაიწყო სამტრედიის ახლად რეაბილიტირებულ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე მე-12 საჯარო სკოლაში. დასრულდა მე-2 საჯარო სკოლის შერწყმული სკოლის რეაბილიტაცია. მალე დაიწყება მე-9 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია.