სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ აქტიურად მიმდინარეობს ადგილობრივი  მნიშვნელობის გზების მოწესრიგება. 

სამუშაოები მუნიციპალიტეტის 31 ლოკაციაზე, სხვადასხვა დასახლებაში, მოსახლეობის მთავარ საჭიროებებზეა მორგებული. მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მთიან ზონაში გზების მოწესრიგების პროექტებს. 

ამ ეტაპზე, სოფელ გომ-ნატეხებში ე.წ. ,,ჯინჭარაძეების უბანში” გზის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ 1300 გრძივი მეტრი გზის საფარი წესრიგდება. აქამდე აღნიშნულ უბანში მოწესრიგებული ასფალტის საფარიანი  გზა არასდროს არ ყოფილა.     

პარალელურად, დამატებით სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები. ოფეთის, დაბლა  გომისა  და ზედა გომის ტერიტორიებზე მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თედორაძესთან, გომის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან, ზაზა ნიკოკეიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, ჯონი თევზაძესთან ერთად დაათვალიერა.

,,პროექტის დასრულების შემდეგ 41 ოჯახს გადაადგილების პრობლემა მოეხსნება.  კომფორტული პირობების შექმნა მათ საყოფაცხოვრებო პირობებზე დადებითად აისახება.  ეს არის ჩვენი მოსახლეობის მთავარი დაკვეთა. სამტრედიის მუნიციპალიტეტშუ საგზაო ინფრასტრუქტურის საკმაოდ მოცულობითი რაოდენობა ხორციელდება, რომელსაც აუცილებლად დადებითი შედეგები მოჰყვება.” აღნიშნა დავით ბახტაძემ.