დღეს ,, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკი სამტრედია,,-ს და დაცვის კომპანია ,,ინტერსექიურითიჯორჯია,,- ს შორის გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი ,დღესვე ჩატარდა სისხლის დონაციის აქცია ,,ინტერსექიურითიჯორჯია,,- ს სამტრედიის წარმომადგენლობამ სისხლი სრულიად უანგაროდ გაიღო .
ედუარდ მელია - ამ აქციის ჩატარების იდეა კურორტ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო მოგვივიდა , მოხარული ვარ რომ ,,ინტერსექიურითიჯორჯია,, - ს თანამშრომლები დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვნენ ამ კეთილშობილურ საქმეში , მსგავს აქციებში ჩვენი სამსახური ეტაპობრივად ისევ მიიღებს მონაწილეობას . ლაშა კვნტალიანი სისხლის ბანკის დირექტორი - მსგავსი აქციები ემსახურება მიზანს მოხდეს სისხლის დონაციის პოლულარიზაცია და მოსახლეობის ინფორმირებულობა ,მადლობა ,,ინტერსექიურითიჯორჯია,,-ს ხელმძღვანელობას და ყველა დონორს ვინც ამ აქციაში ჩაერთო , თითოეული გაღებული სისხლი თითო გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს , ყველა დონორი გმირია .




