საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სანიაღვრე არხების, გარე განათებების და მრავალსართულიანი კორპუსების რეაბილიტაცია- ასე გამოიყურება პროექტების ნუსხა, რომელიც ამჟამად, სამტრედიაში 34 ლოკაციაზე აქტიურად ხორციელდება.

ამ ეტაპზე, ლაშა თევზაძის ქუჩაზე პირველი და მე-3 ბინის ფასადების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამორტიზირებული კედლები თანამედროვე, ენერგო ეფექტური ტექნოლოგიებით დამზადებული მასალით შეიფუთება, შეიცვლება კარ-ფანჯარა. სრულიად ახალი იერსახე მიეცემა აღნიშნულ კორპუსებს და უბანს. შესაბამისად ადგილობრივებისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნასთან ერთად ქალაქის იერსახეც მნიშვნელობნად გაუმჯობესდება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან, ამირან თედორაძესთან, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, ნათია პაპავასთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა. დაბით ბახტაძე - ,, მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაგეგმილია, სხვა მრავალსართულიანი ბინების ფასადების რეაბილიტაცია, რისთვისაც მიმდინარეობს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. რა თქმა უნდა, მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.'' ✔️გასულ წელს, მოსახლეობის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროექტები, განხორციელდა კოსტავას ქუჩაზე, ე.წ ხდკ-ს დასახლებაში 7 მრავალსართულიანი ბინის, ლაშა თევზაძის N 2 და N4 ბინების და საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული განახლებული რეგიონების პროგრამის ფარგლებში. რეაბილიტირდა თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ მრავალსართულიანი ბინების ფასადები.