ქუთაისში, საერთაშორისო ფესტივალი "თეატრალური იმერეთი" იწყება

1559469698
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში საერთაშორისო ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ ამავე თეატრის სპექტაკლით "ჰეკაბე" გაიხსნება.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრი, ასევე ქუთაისში მოქმედი თეატრები, რუმინეთის და აზერბაიჯანის თეატრალური დასები. ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრები 18 სპექტაკლს წარმოადგენენ, რომელთაც სპეციალური ჟიური შეაფასებს და ფესტივალის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სპექტაკლი, საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი, საუკეთესო სცენოგრაფია, საუკეთესო მუსიკალური გაფორმება, საუკეთესო დრამატურგია, ქალის მთავარი როლი, მამაკაცის მთავარი როლი, ახალგაზრდა ქალის როლი, ახალგაზრდა მამაკაცის როლი, ქალის ეპიზოდური როლი, მამაკაცის ეპიზოდური როლი.
საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და იმერეთის თეატრალური საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“ 2 ივნისიდან 20 ივნისის ჩავლით ჩატარდება. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
საერთაშორისო ფესტივალი ხვალ, 17:30 საათზე, ღონისძიებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე დაესწრება.