ქუთაისში, მემორიალის აფეთქების დროს დაღუპულ დედა-შვილს გოგი წულაიამ და პარტიის წევრებმა პატივი მიაგეს

1576750738
10 წელი გავიდა ქუთაისში საბრძოლო დიდების მემორიალის დემონტაჟის შემდეგ, რა დროსაც დედა-შვილი დაიღუპა. ამ თარიღთან დაკავშირებით პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარე გოგი წულაია პარტიის სხვა წევრებთან ერთად ტრაგედიის ადგილზე მივიდა, ყვავილები მიიტანა და სანთლები დაანთო.
როგორც მან აღნიშნა 10 წლის წინ დედა და მცირეწლოვანი ბავშვიც სისტემამ იმსხვერპლა.
„წინა ხელისუფლებამ ააფეთქა მემორიალი და უდანაშაულო დედა-შვილი დაიღუპა. ისინიც სისტემის მსხვერპლნი იყვნენ. დღესაც იმავე პრობლემის წინაშე ვართ, ე.ი. სათანადოდ ვერ ვიბრძოლეთ. სისტემის შეცვლა ხელისუფლებას არ უნდა მოვთხოვოთ, ეს საზოგადოების წევრებმა უნდა გავაკეთოთ“-განაცხადა გოგი წულაიამ.
საბრძოლო დიდების მემორიალის დემონტაჟი 2009 წლის დეკემბერში განხორციელდა, მის ნაცვლად კი ტერიტორიაზე საქართველოს პარლამენტის შენობა აიგო.