ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ,,მონპლეზირის" თაღთან, ამ დრომდე უცნობმა პირებმა ცისფერთვალება გოგონას გრაფიტი დააზიანეს. მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ქუთაისის მერია.
,,ქუთაისში, "მონპლეზირის" თაღთან, პოპულარული და ყველასთვის საყვარელი კედლის მხატვრობა დააზიანეს!
ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათის დაზიანება არ არის ქალაქისთვის მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება.
ვანდალური აქტის ჩამდენი აუცილებლად იქნება გამოვლენილი. გრაფიტს კი, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქალაქშია და მათ შორის ქუთაისშიც, მალე ისევ აღვადგენთ!" - წერია მერიის განცხადებაში.