შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. როგორც ,,აიპრესს" თვითმხილველმა განუცხადა, მაღალი სიჩქარით მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს დაეჯახა, გარდაცვლილია 2 ქალი.
ფაქტი ,,აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.