თბილისში მიმდინარე ქალთა მარშს ქუთაისი შეუერთდა. "ქუთაისი" ირჩევს ევროპას" ამ სლოგანით მარში თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დასრულდა.
მარშს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალები შეურთდნენ და კანონი გამჭვირვალობის შესახებ კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის თქმით, კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, შესაძლოა, შემოიღონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ არსებობდნენ საერთაშორისო დამკვირვებლები
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო, რომელიც, დღემდე საპროტესტო აქციებით გრძელდება