ხარაგაულში გამართულ „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციაზე  რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, აირჩიეს.  კონფერენციაზე ასევე მოხდა ბიუროს წევრების არჩევა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე,  რეგიონალური მდივანი დიმიტრი სამხარაძე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე.  

ბიუროს წევრებად დასახლდენენ:

 ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი,  

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით კიკნაძე,

 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, პაატა გოგოლაძე,  

საკრებულოს წევრი, ბესიკ კვირიკაშვილი,  

საკრებულოს წევრი, შმაგი ხიჯაკაძე, 

მერის მრჩეველი, გივი თხელიძე,

 მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე,

 მერის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში,  სპარტაკ ლაცაბიძე,

 ჯამბულ გამცემლიძე, საპატიო ხარაგაულელი.  

,,მადლობა ნდობისთვის, ეს ჩემთვის უდიდესი პასუსიხმგებლობაა.  ამაყი ვარ ჩემი მხარდამჭერებით და თანამებრძოლებით , მინდა თქვენთან ერთად ბევრი გამარჯვება მოვუტანო ხარაგაულს და საქართველოს“ - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას, ქართული ოცნების რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, კობა ლურსმანაშვილმა.