ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ ინიციატივით და ჩოხატაურის მერიის მხარდაჭერით, დაბა ჩოხატაურში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრი „ Play With Us / გვეთამაშე“ გაიხსნა, რომელიც 2-დან 18 წლამდე ბავშვებს და მოზარდებს მოემსახურება.
ახალი ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური სპეციალისტებით; აქ შესაძლებელია სხვადასხვა სერვისის მიღება, მათ შორის: ფსიქოლოგის კონსულტაცია, ქცევის თერაპია, აკადემიური თერაპია, მეტყველების თერაპია და ფსიქოთერაპია.
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრის გახსნას ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“ დამფუძნებელი ნათია ლალიაშვილი და ჩოხატაურის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.