სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ქალაქ სამტრედიის  N1  საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაციას ასრულებს.

სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე სამტრედიის N1  საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

სკოლაში სასწავლო სივრცეებთან ერთად იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი,  ექიმის კაბინეტი, სპორტული და სააქტო დარბაზები. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო გარე სპორტული მოედანი.

შენობა ადაპტირებულია  სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის: მოეწყო პანდუსი, ლიფტი და  სველი წერტილები.

პროექტის  სახელშეკრულებო ღირებულება  5,813,250.04  ლარია.  

800-მდე  მოსწავლე სწავლას თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილ, კომფორტულ და უსაფრთხო სკოლაში გააგრძელებს.

სააგენტო აქტიურად აგრძელებს სკოლების მშენებლობას, რეაბილიტაციასა და აღჭურვას, რადგან თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ზოგადი განათლებისა და საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სააგენტოს უმთავრესი პრიორიტეტია.