ქალაქის ცენტრში, ღონისძიებები, სხვადასხვა სახის სანახაობა დილიდან დაიწყო. საბრძოლო ტექნიკის გამოფენის პარალელურად,სპეციალურად აგებულ პავილიონში ვიდეო-რგოლების, თემატური ეტუდების ჩვენება, საბავშვო კონცერტები მიმდინარეობს.
საღამოს დაგეგმილია ფოთის საპატიო მოქალაქეების წოდების მინიჭების ცერემონიის გამართვა. დღევანდელი დღე კონცერტითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდება.
26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ,ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო.
„მოხარული ვარ რომ ვიმყოფები დღეს ფოთში, ამ ისტორიულ ქალაში და მინდა ამ ქალაქიდან მივულოცო მთელს საქართველოს დღევანდელი დღე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით და ვუსურვო მთელ საქართველოს, ფოთელებს ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, კეთლდღეობა და წარმატებები. აქ წარმოდგენილია სტენდები სადაც მნახველებს შეუძლიათ გაეცნონ საკმაოდ საინტერესო ფაქტებს ჩვენი ისტორიიდან. ასევე იხილონ სახალხო რეწვის ნიმუშები და მონაწილეობა მიიღონ იმ საინტერესო ღონისძიებებში რომელიც დღეს არის დაგეგმილი“_ განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტიის მოადგილემ ალეექსანდრე ხვთისიაშვილმა.