რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, სოფელ ნატანებში, ჯაფარეული-ახალშენის გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 4 900 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და გაბიონები.


მიმდინარე სამუშაოები, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარ დეპუტატთან ვასილ ჩიგოგიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.
„საზოგადოებას დავპირდით და ვასრულებთ პირობას - დავიწყეთ საგზაო ინფრასტრუქტურის სრული განახლება სოფელ ნატანებში. ჯაფარეული - ახალშენის გზის რეაბილიტაციას წლის ბოლომდე დავასრულებთ. პროექტის ბიუჯეტი 2 467 933 ლარს შეადგენს. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩვენი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.