ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო ღონისძიებით აღვნიშნავთ - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, მერიაში გამართულსხდომაზე განაცხადა.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მინდა გითხრათ, რომ ოზურგეთში ტრადიციულად, საზეიმო ღონისძიებით აღვნიშნავთ ჩვენთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს - 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ღონისძიება, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოზურგეთის მერიის და სოფლის განვითარების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება. მოწვეული მუსიკოსების და ადგილობრივი ანსამბლების კონცერტი, ღვინის გამოფენა-გაყიდვა, დეგუსტაცია; კულინარიის კუთხე; საბავშვო ატრაქციები და გასართობი პროგრამა - ეს ყველაფერი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის 26 მაისს იგეგმება ოზურგეთში. გიწვევთ ყველას, ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.