მერმა მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას.
„ისტორიული შენობა, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, 1956 წელს აშენდა. ის საქართველოში კულტურის სახლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია და წლებია, აღდგენას და განახლებას საჭიროებდა. პროექტის განხორციელებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ თეა წულუკიანს. მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროსა და მინისტრს პროექტის განგრძობითი მხარდაჭერისთვის,“- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
სოფელ შრომაში ოზურგეთის მერთან ერთად იმყოფებოდნენ მერის მოადგილეები, გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე, ასევე - საკრებულოს წევრები.
ისტორიული შენობის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარეობს უნიკალური შიდა სივრცეების აღდგენა, შენობის გაწმენდა, გამაგრება, რესტავრაცია, სახურავის რეკონსტრუქცია, ასევე, ტერიტორიის კეთილმოწყობა; სრულად შენარჩუნდება და აღდგება ძეგლის ისტორიული იერსახე.
პროექტს, რომლის ბიუჯეტი 2 565 000 ლარია, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.