ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში რთულ საგზაო მონაკვეთებზე რკინა-ბეტონის გზის დაგება დასრულდა. უგზოობის გამო მოსახლეობას წლების მანძილზე ჰქონდა ციტრუსის რეალიზების პრობლემა.
ბეტონის გზა განსაკუთრებულად პრობლემურ უბნებში მოეწყო: შაკო მიმინოშვილის სახლთან დაიგო 50მ ბეტონის გზა, აღნიშნულ ობიექტზე წარმოებული სამუშაოების საერთო ღირებულება შეადგენს 5516 ლარს; საკუპრიას უბანში (ნანული გუჯაბიძის სახლთან) – 110მ ბეტონის გზა, საერთო ღირებულებით 11654ლარი; საკუპრიას უბანი (მეექვსე ბრიგადა) – 110მ ბეტონის გზა, ღირებულებით 11423 ლარი; საკუპრიას უბანი (ჯაფარიძის სახლთან) 110მ ბეტონის გზა - 11543 ლარი; ჯაფარეულას უბანი (ფალადაშვილების და მეგრელიშვილების სახლთან) 55 მ ბეტონის გზა- 6653ლ.
პროექტი ფინანსდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2014-2015 წლებში სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში. გზის აღდგენით სამუშაოებს შპს „ეფექტი“ ახორციელებს. მშენებლობის დასრულების ბოლო ვადაა 2015 წლის 5 ნოემბერი.




