2 ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა ორ ავტოსაგზაო შემთხვევას, ბათუმი-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე.

40 წლამდე ქალს, ავტომანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა კლინიკა „მედინასთან“ გადადიოდა. როგორც კლინიკის მედპორსანალი ყვება, ის რეანიმაციაში მყოფი შვილის საკვების მოსატანად იყო გასული. 


„ავარიის შემდეგ, ჩვენთან შემოყვანის მომენტში, ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო, სამწუხაროდ“,-აცხადებენ, კლინიკა „მედინაში“. 
3 საათიანი შუალედით, კიდევ ერთი ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სარიტუალო სახლ „სამ ძმასთან“ მოხდა და ქვეითის სიცოცხლე შეეწირა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შუახნის კაცი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც მანქანა შეეჯახა, ის ადგილზე დაიღუპა.  


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაზე, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად,  რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.