ველური ბუნების და დაცული ტერიტორიების სააგენტოების სპეციალისტებმა ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნაკადულის კალმახის 50 000-მდე ლარვა გაუშვეს.

მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა დალარვის ველურ ბუნებაში გაშვება რის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობისმომრავლებას და ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვისპროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს საშენში,ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება ხდება.

სახეობების გამრავლების ხელშეწყობისაღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშიააპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტიველურ ბუნებაში ჩვეულებრივად ადაპტირებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტროს ველური ბუნების ეროვნულისააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს2016 წლიდან ახორციელებს.