ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ნიგვზიანის, ნინოშვილის, გულიანისა და ღრმაღელის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, მოადგილესთან ზაზა შოშიტაიშვილთან და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან ერთად გაეცნო.
,,ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დავათვალიერეთ საბავშვო ბაღების სამშენებლო სამუშაოები. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, მუნიციპალიტეტში ხუთი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტები უკვე დასრულების ეტაპზეა და მათი ჯამური ღირებულება 7 მილიონ ლარს აღემატება“,- აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.