როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა განაცხადა, სტიქიის ზონიდან  წუხელ  17  ადამიანი გამოიყვანეს.  მისი თქმით,  დღეს კიდევ რამდენიმე ადამიანმა მოითხოვა გამოსვლა. მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე  250 აბონენტია დარჩენილი, ბუნებრივი აირი კი, 357 აბონენტს არ მიეწოდება.  

მისივე თქმით,  მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების კუთხით რთული სიტუაციაა. 

,,მე-5 დღეა რაც მობილიზებულია თექნიკა და აგრძელებს აქტიურ მუშაობას.  ვცდილობთ, მაქსიმალურად დროულად იქნას გაწმენდითი სამუშაოები დასრულებული . ლანჩხუთის ცენტრიდან ყველა ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია , ხოლო შიდა სასოფლო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მინდა დავაკონკრეტო, აქ არ არის ჯერ აღდგენით სამუშაოებზე საუბარი, აქ არის გაწმენდითი სამუშაოები, რომ მაღალი გამავლობის მანქანამ, სასწრაფო დახმარებამ იმოძრაოს . სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მიღებული გვაქვს  დახმარების სახით სურსათ-სანოვაგი ,  რომელსაც მოსახლეობას ვურიგებთ, ადგილზე მუნიციპალიტეტსაც აქვს გამოყოფილი შესაბამისი სახსრები . სტიქიის ზონიდან გამოყვანილია დაახლოებით 200-მდე ადამიანი, გუშინ , საღამოს 17 მოქალაქე გამოვიყვანეთ და დღეს რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და ითხოვა გამოყვანა. სამაშველო სამსახური 24 საათს განმავლობაშში მუშაობს, გეოლოგიური დეპარტამენტი სრულად მობილიზებულია. ფაქტიურად ყველა ოჯახი ითხოვს შემოწმებას . 
მუნიციპალიტეტში წყალმოარაგება ძალიან კატასტროფულ მდგომარეობაშია.  ქალაქში წყალმომარეგება სრულად აღდგა , რაც შეეხება სოფლებში, დამეწყრილ ადგილებში,  სადაც წყლის სათავე ნაგებობები  იყო მოწყობილი ფაქტიურად 99% დამარხულია. „ენერგო პრო ჯორჯიას ბრიგადები ადგილზეა მობილიზებული.ამ დროისთვის 250  აბონენტია დარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე , საღამოს 200-ს  ჩაერთვება. რაც შეეხება გაზმომარაგებას, იმ სოფლებში, სადაც გაზიფიცირება არის მოწესრიგებული წუხანდელი მონაცეებით 357 აბონენტს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი. შესაბამისად გრძელდება სამუსაოები  და ხვალ საღამოსთვის დასრულდება.სავარაუდოდ დაგვრჩება 10-12 ოჯახი,“- განაცხადა ალექსანდრე სარიშვილმა.