საკონსულტაციო შეხვედრები, მუნიციპალიტეტის 83-ივე სოფელში 11 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით პერიოდში ჩატარდება.
დღეს, სოფელ ღურტაში, იაკობაძეებსა და ღორჯომელაძეებში გამართულ საკონსულტაციო შეხვედრებში მონაწილეობდნენ: ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ გელაძე და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან გელაძე.
მიმდინარე წელს, ხულოს მუნიციპალიტეტს, აჭარის მთავრობის განკარებულების საფუძველზე ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელებისთვის 1 002 000 ლარი გამოეყო.