აჭარის დაბებისა და სოფლების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების ადგილზე გაცნობის და მოსახლეობასთან შეხვედრების მიზნით, KfW ბანკის პროექტების მენეჯერი - ბერნდ ჰასელი და მთავარი ინჟინერი - დიტერ იაკობსი ხულოში იმყოფებოდნენ.
შეხვედრას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, აჭარის წყლის ალიანსის დირექტორი თეიმურაზ ბედინაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვახტანგ ბერიძემ, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოებისთვის, რაც ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის 11 სოფელსა და დაბა ხულოში, 24 საათიანი წყალმომარაგების და გამართული წყალარინების სისტემების შეიქმნას. პროექტი აჭარაში ევროკავშირისა და KfW ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.