ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის კულტურული და სპორტული აქტივობები.



ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იქნება დეკორაციები, ტრადიციული კერძები, რეწვის ნიმუშები, ნაქსოვები, ნაქარგები, ძველი საყოფაცხოვრებო და ხელნაკეთი ნივთები.

ღონისძიების პროგრამა:
ფესტივალის "შემოდგომა ღორჯომში" ოფიციალური გახსნა
კონცერტი ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით
საპატიო ღორჯომელების დაჯილდოება

სპორტული ღონისძიებები:

დოღი - 2, 3, 4 წრე ( 4 წრეზე გამარჯვებულ მხედარს სხვა პრიზებთან ერთად გადაეცემა ,,ღორჯომის თასი")
მკლავჭიდი
ფრენბურთი
ბაგირის გადაწევა
გირის აწევა
მარათონი (გამარჯვებულს, სხვა პრიზებთან ერთად, გადაეცემა გარდამავალი თასი)

სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯებულთა დაჯილდოება

ღონისძიება, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და საინიციატივო ჯგუფი ,,ფესვების", ,,ღორჯომის ახალგაზრდული ორგანიზაციის" და ,,ღორჯომი გვაერთიანებს" მხარდაჭერით გაიმართება.
ფესტივალის ორგანიზატორია: ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეული

არ გამოტოვოთ, ფესტივალი - "შემოდგომა ღორჯომში"