ტრადიციულად ხმაური იყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ სხდომის დაწყება 40 წუთით დაგვიანდა.
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თათია ნიკოლაშვილმა გურიაში თხილის დაბალი ფასი გააპროტესტა. მისი თქმით, მაშინ როცა რეგიონში მოსახლეობის უმრავლესობისთვის თხილის რეალიზაცია თავის რჩენის ერთადერთი წყაროა და სეზონზე თხილის ფასი რეკორდულად დაბალია, მეთხილე ფერმერები რთულ ვითარებაში არიან. ამ განცხადებას ,,ქართული ოცნების" დეპუტატების აღშფოთება გამოიწვია. თათია ნიკოლაშვილს სიტყვიერად ქეთი ხომერიკი დაუპირისპირდა, რომელიც ოპოზიციონერ კოლეგას განცხადების გაკეთების საშუალებას არ აძლევდა, მას "ნაციონალური მოძრაობის" 9 წლიანი მმართველობა შეახსენა.
საბოლოოდ, თათია ნიკოლაშვილმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.