ხაშურში აქტიურად მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი.

ამ ეტაპზე, სამუშაოები პარალელურად ხორციელდება ე.წ. მტს-ის დასახლებაში, ჭალის უბნის სხვადასხვა ქუჩებსა და სოფელ ცხრამუხაში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი, თენგიზ ჩიტიაშვილი და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

მათი განმარტებით, პროექტის განხორციელების შედეგად, 24 000 ბენეფიციარი ისარგებლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი 24 საათიანი წყალმომარაგებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია კი დააპროექტებს ქუჩებს და იქ, სადაც წყლის პროექტი განხორციელდება, ეტაპობრივად, დაიგება ასფალტის საფარი.
ქალაქ ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების” პროექტი ხორციელდება საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (AFD) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კონტრაქტორ თურქულ კომპანიას („JV of YDA Insaat Sanayi Ve Ticaret Anonim Sirketi & Ardem Yapi Gayrimenkul Insaat Taahut Akar. Mad. Tic. A.S“ ) შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.