ხაშურში, დადიანის ქუჩის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოების მიმდინარეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა დაათვალიერა. 

დადიანის ქუჩაზე ტარდება მოასფალტების სამუშაოები. აქ უკვე განხორციელდა წყლის და წყალარინების რეაბილიტაციის პროექტი, ამიტომ საშუალება მოგვეცა, საგზაო ინფრასტრუქტურაზე გვეზრუნა. ტენდენცია გაგრძელდება და ხაშურის იმ ქუჩებზე, სადაც წყლის პროექტი განხორციელდება,ეტაპობრივად დავაგებთ ასფალტის საფარს,-განაცხადა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
დადიანის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 374 776 ლარს შეადგენს.