მსოფლიო დასუფთავების დღესთან დაკავშირებით ხაშურში დასუფთავების აქცია მოეწყო.

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან და ხაშურის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე.

დასუფთავდა ხაშურის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია.

მსოფლიო დასუფთავების დღე 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.

საქართველოს რეგიონებში და ჩვენს მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრები საქართველოს” ინიციირებით მოეწყო.