საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ხაშურში სახელმწიფო დროშის აღმართვის ღონისძიება გაიმართა. ასევე, გაჟღერდა ეროვნული ჰიმნი.

დროშის აღმართვაში მონაწილეობა მიიღო ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეები.

დროშებით მოირთო ხაშურის ცენტრალური მოედანიც.

საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.