ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლში სკვერის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„პროექტს, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ვახორციელებთ, სკვერის მშენებლობა ადგილობრივ მცხოვრებლებს გართობისა და დასვენების საშუალებას მისცემს, აქაურობა განსაკუთრებით მოეწონებათ პატარებს, რადგან კაუჩუკის მოედანზე განთავსდება შესაბამისი სტანდარტებით მოწყობილი საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელ სივრცეში დამონტაჟდება სკამები, გაკეთდება ფანჩატური. უკვე დასრულდა გარე განათების მონტაჟი, დაიგო ფილები. ვზრუნავთ ჯანსაღი წესის ხელშეწყობაზე, მინი სტადიონი და სკვერი, სწორედ, ამ მიზანს მოემსახურება“-აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა. 
სკვერის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში და ღირებულება 95 247 ლარს შეადგენს.