სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში დასრულდა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი.
ქართველმა მოჭადრაკემ. ზურაბ სტურუამ, მეთერთმეტე ტურში სწრაფი ყაიმით დაასრულა შეხვედრა არგენტინელ დანიელ ჰუგო კამპორასთან და სხვა სამ მოჭადრაკესთან ერთად ტურნირი 8,5 ქულით დაასრულა. დამატებით მაჩვენებლებით 65 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ზურაბ სტურუა გახდა.
დღემდე ზურაბ სტურუა 50 წელს ზემოთ ასაკის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი (2014 და 2022 წლებში) იყო.
ქალთა 65 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეთა კატეგორიაში ნონა გაფრინდაშვილმა შვიდი ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა.
ნონა გაფრინდაშვილს ფიდეს სპეციალური პრიზი გადაეცა 75 წელს ზემოთ ასაკის მოჭადრაკეთა შორის საუკეთესო შედეგისთვის.
ქალთა 50 წელს ზემოთ კატეგორიაში სოფიკო ტერელაძე 7 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა, მეექვსე 6,5 ქულით არახამია შოტლანდიელი ქეთევან არახამია-გრანტი იყო. ინგა ხურცილავა 6 ქულით მერვე ადგილი დაიკავე, სოფიო ნიკოლაძემ ამდენივე ქულით კი მეცამეტე ადგილი.
კაცთა 50 წელს ზემოთ ასაკში მიხეილ კეკელიძე 7,5 ქულით მეცხრე იყო, ზაზა ხოფერია 6,5 ქულით 30-ე, ხოლო ფრიდონ ყალაგაშვილი 5 ქულით 79-ე.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




