გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისატრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილები შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ერთ-ერთ ავტომობილს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა.
მძიმედ დაშავებული სამი მგზავრი სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თელავის საავდმყოფოებში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.