გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა, ქალაქ გურჯაანში საერთო საცხოვრებლების ეზოების რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულეს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 19 მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოს.
პროექტს გურჯაანის მერიის დაკვეთით ტენდერში გამარჯვებული შპს "იმედი დიდუბე" ასრულებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 713 525 ლარი დაიხარჯება.