გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსს იოანე მენაბდეს შეხვდა.

შეხვედრაზე ურეკი-შეკვეთილის განაშენიანების გეგმის შემუშავების კუთხით ამ ეტაპზე მიმდინარე სამუშაოები განიხილეს, რომელზეც სააგენტოს დაკვეთით არქიტექტურული კომპანია ,,ნიუ სითი დეველოპმენტი” და უცხოელი ექსპერტები მუშაობენ.