აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით, გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურულ კომპლექსში ტელე და კინოოპერატორების საერთაშორისო ფესტივალის ,,ოქროს თვალი" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ფესტივალი ა(ა)იპ საერთაშორისო ფესტივალის ,,ოქროს თვალი"-ს ინიციატივითა და ორგანიზებით წელს მეთორმეტედ ჩატარდა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კინოსა და სატელევიზიო ოპერატორების შემოქმედებით და პროფესიულ განვითარებას.
დაჯილდოების ოფიციალურ ნაწილში აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა ისაუბრა ფესტივალის მნიშვნელობასა და როლზე კინო და ტელე ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში და მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებსა და მხარდამჭერებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.
ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს.