ღვინის ეტიკეტების გამოფენა აჭარულ ღვინის სახლში

1550303814
აჭარულ ღვინის სახლში საგამოფენო სივრცის საზეიმო გახსნა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო გასული საუკუნის ღვინის 143 ეტიკეტი.
ყველაზე ძველი ეტიკეტი 1907 წლით თარიღდება, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ აჭარაში ღვინოს მანამდე აკრავდნენ ეტიკეტებს, სანამ ეს სავალდებულო გახდებოდა. ექსპონატები მთელი წლის განმავლობაში იქნება გამოფენილი და აჭარული ღვინის სახლის 300 000-მდე ქართველ და უცხოელ სტუმარს ექნება შესაძლებლობა დაათვალიეროს ქართული ღვინის ეტიკეტები.
გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იყო ოჯალეშის ყურძნისგან დამზადებული ღვინო, რომლის წარმოებაც ღვინის სახლმა ახლახანს დაიწყო.
პრეზენტაციაზე ოჯალეშმა “პორტო ფრანკო” სტუმრებისგან კარგი შეფასება დაიმსახურა. ჩვენთვის პრიორიტეტულია ოჯალეშის, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის, ორიგინალური ტიპის ღვინოების მომცემი ჯიშის წარმოება, რადგან ჩვენ მომხმარებელს ყოველთვის საუკეთესოს ვთავაზობთ “- ამბობს თამაზ თურმანიძე, აჭარული ღვინის სახლის დირექტორი. ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ მთავრობის წარმომადგენლები, აჭარის სოფლის-მეურნეობის და ტურისტული სექტორის წარმომადგენლები.