სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს. დღეისათვის, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 168 180 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით - 96 057, 05 ჰა ფართობი, მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებულია 122 231 სპეციალური სადგური და 6487 ფერომონიანი დამჭერი.
შემოდგომის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისაკენ ინაცვლებს. გამოსაზამთრებლად მიგრირებული მავნებლის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოგიწოდებთ.
მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.youtube.com/watch?v=2GvSS1Ug9K0&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=19 https://www.youtube.com/watch?v=7yZZUX_U8ZM https://www.youtube.com/watch?v=J51jbVkXOCU https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=15 https://www.youtube.com/watch?v=9ivebC0miwI&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU&index=17