ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
პროექტს ფონდი,, ქართუ” კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს.
,,ვაგრძელებთ აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ულამაზესი არქიტექტურული ნაგებობის აღდგენის სამუშაოებს. განხორციელებული ღონისძიებების შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა სრულად შეუნარჩუნდება” -განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.
ყოფილი უშიშროების შენობა, მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა და მისი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ფონდი ,,ქართუს“ მხარდაჭერით, ფოთის სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.