ხმის მიმცემთა სიას რომ კითხულობდნენ, არ მინდოდა ჩემი ფოთელი ამოეკითხათ და რომ ამოიკითხეს სიკვდილი გავათავე,- ამის შესახებ პარტია „ახალის“ ფოთის საკრებულოს წევრმა, დარეჯან ცხვიტარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გუშინ პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას გამოეხმაურა.

„გუშინდელმა „შულავერის კომიტეტმა“ განაჩენი გამოუტანა საქართველოს და ქართველ ხალხს. გარუსებას, ჭაობში ჩაფლობას მისცეს გუშინ ხმა. ხმის მიმცემთა სიას რომ კითხულობდნენ, არ მინდოდა ჩემი ფოთელი ამოეკითხათ და რომ ამოიკითხეს, სიკვდილი გავათავე. ჩემი ქალაქი ჩემთვის ყველაფერია და აქედან იწყება ჩემი სამშობლო. არ მიბრძოლია მთელი ჩემი ცხოვრება იმისთვის, რომ ამათ რუსებისთვის ეჩუქებინათ  საქართველო“,- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

84 მომხრე - 4 წინააღმდეგი - პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო