შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ გოგოლესუბანში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.
„რა მოხდა დეტალურად, არ ვიცი. პატიოსანი ახალგაზრდა იყო",- ამბობს მერის წარმომადგენელი, დავით სიხარულიძე.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.