საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვენობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ბუკნარის ცენტრიდან ჯიკვნარას უბნის მიმართულებით, გზის 750-მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო.
სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.