ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში, ამაღლებისა და სამების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია დასრულდა.  

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და ჯამურმა ღირებულებამ 337 883 ლარი შეადგინა.   პროექტი გარდამავალი იყო: გასულ წელს ასფალტის საფარი დაიგო გზის 900-მეტრიან მონაკვეთზე, წელს კი რეაბილიტირდა 400-მეტრიანი მონაკვეთი.

  სამუშაოები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შარაშიძემ სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.