რეგიონული ორგანიზაცია ბათუმში გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან ერთად გახსნა.
აჭარის რეგიონულმა ორგანიზაციამ დღეიდან დაიწყო მუშაობა, რომელსაც ირაკლი მიქელაძე უხელმძღვანელებს, ხოლო ბათუმის ოფისს ირაკლი თავდგირიძე. ასევე შეიქმნა აჭარის რეგიონული საბჭო, რომელიც ეტაპობრივად გაფართოვდება და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს რეგიონისთვის მნიშვნელობანი ინიციატივების შემუშავებასა და გადაწყვეტაში. გიორგი გახარია შეკრებილ მხარდამჭერებს შეხვდა, რის შემდეგაც პოლიტიკური საბჭოს წევრებმა და პარტიის ლიდერებმა პარტია "საქართველოსთვის" პროგრამის ძირითადი მიმართულებები განიხილეს