ბათუმში, ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლები მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს

1625895926
ბათუმელმა აქტივისტებმა და ცხოველთა დამცველებმა, კომპანია ,,სევერის" წარმომადგენლებთან ერთად, ბათუმის ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან მიუსაფარი ძაღლების გადაყვანა განახორციელეს.
პირველ ეტაპზე, მუნიციპალურ თავშესაფარში ის ცხოველები გადაიყვანეს, რომლებიც მკურნალობას საჭიროებდნენ. თავშესაფარში გადაყვანილ ყველა ძაღლს, მერიის პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა. დარჩენილი ძაღლების გადაყვანა კი, ეტაპობრივად განხორციელდება. მუნიციპალურ თავშესაფარში უკვე დაიდგა ძაღლებისთვის სპეციალური დამატებითი სახლები, ტერიტორია გაიცელა, იღობება და ეწყობა დამატებითი სივრცეები.
ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.