"სოკარ ჯორჯია გაზი" აბონენტებს, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტასთან დაკავშირებით აფრთხილებს. კომპანიის ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ 21:00 საათიდან 21 მაისის 12:00 საათამდე, ბათუმში 5424 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია მომხმარებელს აფრთხილებს, ფრთხილად იყვნენ და დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის მოწყობილობები, მისი აღდგენის პერიოდში. "21 მაისის 12 საათიდან გაზმომარაგება აღდგება ეტაპობრივად. კომპანია ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და თხოვნით მიმართავს მათ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ გაზის მოწყობილობები, ჩართვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და საჭიროების შემთხვევაში დარეკონ სოკარის ცხელ ხაზზე 16114" ,-ნათქვამია 'სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.