რაჭაში არსებული ეროვნული პარკის გაფართოების და ორი კატეგორიის დაცული ტერიტორიის შექმნის კანონპროექტის სამუშაო ვერსიის განხილვის მიზნით, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

დაცული ტერიტორიების შექმნა-გაფართოება ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ბუნებრივ-კულტურული ფასეულობის დაცვასა და შენარჩუნებას ემსახურება.

რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, შესაბამისი კვლევები და აქტიური მუშაობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ექსპერტების, ადგილობრივი მოსახლეობის, მუნიციპალიტეტის და სხვა დაინტერესებული მხარეების ჩართულობით 2024 წელს დაიწყო.

კანონპროექტის საბოლოო ვერსია საქართველოს პარლამენტს წარედგინება.